შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებათა მაგიდა პროტესტის ნიშნად დატოვა
17/03/2021 13:25:36 პოლიტიკა
„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლის მედიაციით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხები“,– განაცხადა ნათელაშვილმა.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, დაუბრუნდება მოლაპარაკებათა მაგიდას მაშინ, როდესაც ეს საკითხები იქნება გადაწყვეტილი.
მან მედიატორებს მადლობა გადაუხადა, თუმცა დასძინა, რომ კრემლის მიერ მართული ხელისუფლება ნებას არ იჩენს.
მისი თქმით, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკაა პირველ საკითხად შემოთავაზებული.
ცნობისთვის: შეხვედრა საათნახევარია, მიმდინარეობს.


