Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "NATO მოელის, პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით მოგვარებას და ისეთი რეპლიკებისა და ქმედებებისგან თავშეკავებას, რომელიც დაყოფას უწყობს ხელს"

სტოლტენბერგი: "NATO მოელის, პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით მოგვარებას და ისეთი რეპლიკებისა და ქმედებებისგან თავშეკავებას, რომელიც დაყოფას უწყობს ხელს"

17/03/2021 13:54:49 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია.

მისივე თქმით, "NATO მოელის, პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით მოგვარებას და ისეთის რეპლიკებისა და ქმედებებისგან თავშეკავებას, რომელიც დაყოფას უწყობს ხელს"

"ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ რთულ დისკუსიებსაც. ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შემაშფოთებელია. NATO მოელის, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა განვითარებისთვის ბოლო წლებში დიდი შრომა გასწია. ეს გულისმობს პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით მოგვარებას და ისეთის რეპლიკებისა და ქმედებებისგან თავშეკავებას, რომელიც დაყოფას უწყობს ხელს. ალიანსი მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციას. პრემიერ–მინისტრო მოგიწოდებთ, იმუშავოთ ოპოზიციასთან ერთად, რათა იპოვოთ საერთო გამოსავალი", – განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S