სტოლტენბერგი: "ვიმედოვნებ, საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს"
17/03/2021 14:08:04 პოლიტიკა
"ვიმედოვნებ, საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"კარგი შეხვედრა მქონდა დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს და ვიმედოვნებ, ყველა მხარე გადაწყვეტს უთანხმოებებს დიალოგის გზით და იმუშავებენ ერთად საერთო ენის მოსაძებნად", – დაწერა სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში.


