Accentnews.ge
"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, მათ შორის – შავი ზღვის რეგიონში"

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, მათ შორის – შავი ზღვის რეგიონში"

17/03/2021 14:33:43 პოლიტიკა

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნებისა და სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, მათ შორის – შავი ზღვის რეგიონში", - ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შავი ზღვის უსაფრთხოება ნატოსა და საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ NATO–ს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S