"NATO ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგულია და ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების კუთხით“
17/03/2021 14:40:53 პოლიტიკა
„NATO ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგულია და ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გაწევრიანების კუთხით“, - ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა დაNATO-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ალიანსის მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ NATO-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართველოს. გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. NATO-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.


