Accentnews.ge
კალიურანდი: „ჩვენს წინაშე ბევრი მწვავე საკითხია. შესაძლოა, ევროპა დაიღალოს, თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა“

კალიურანდი: „ჩვენს წინაშე ბევრი მწვავე საკითხია. შესაძლოა, ევროპა დაიღალოს, თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა“

17/03/2021 15:09:52 პოლიტიკა

ევროკავშირის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი ამბობს, რომ მას საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა, ისაუბრეს პოლიტიკურ კრიზისზე და ევროპარლამენტარი მხარეებს კომპრომისისკენ, პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესების დაყენებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ევროპარლამენტარმა დაადასტურა, რომ ღრიბაშვილთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკურ ლიდერებზე, თუმცა დეტალებისგან თავი შეიკავა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერმა უნდა ისაბროს.

რაც შეეხება კრიზისის გადაწყვეტის გზებს, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია, მხარეებს პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტული გზები უკარნახოს, ინიციატივები თავად პოლიტიკური ლიდერებისგან უნდა წამოვიდეს, მთავარია, განიმუხტოს კრიზისი. ამასთან, აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა პარლამენტში უნდა იმუშაონ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, ხოლო თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თავად ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს:

„ორივე მხარე აქტიურად უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე და საარჩევნო კანონზე დაფუძნებით. საქართველოში უნდა მეფობდეს კანონის უზენაესობა, გატარდეს სასამართლო რეფორმა“.

ამასთან, ევროპარლამენტარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ „ოდირის“ დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდა და რეკომენდაციებზე, რომ საჭიროა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა.

„რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზებს, ეს ქართველი პოლიტიკური ლიდერების ხელშია. მე არ შემიძლია, პირდაპირ ვისაუბრო ამ გზებზე. ევროკავშირს აქვს ძალიან აქტიური როლი საქართველოში. როგორც შარლ მშელმა აღნიშნა, ის პიარადაა ჩართული გადაწყვეტის პროცესში. ევროპარლამენტის პრეზიდენს მოვახსენე არსებული სიტუაცია და მან ასევე გამოხატა მზაობა, საქართველოს დაეხმაროს მედიაციის და ფასილიტაციის პროცესში. კონკრეტული კომპრომისები ქართული მხარიდან უნდა წამოვიდეს“,– განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ მედიაციის პროცესი ვერ შედგა,მას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე „ძალიან დიდი გავლენა ექნება“:

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე უჭერს და დაუჭერს მხარს ტერიტორულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პრობლემები: კოვიდი, ვაქცინაცია, ტერორიზმი, მიგრაცია, სხვა ბევრი მწვავე საკითხია ჩვენს დღის წესრიგში, მაგრამ საქართველო პოლიტიკურ დღის განრიგში მოწინავე ხაზზე რომ იყოს, ამისთვის აქტიურად უნდა იმუშაოს. შესაძლოა, ევროპა დაიღალოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსგან არ წამოვიდა აქტიური ჩართულობა და თავდადება. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან თავისი უნიკალური პოზიცია არ დაკარგოს, რაც სადღეისოდ აქვს. მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ევროინტერგრაცია“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S