სასოლის ინიციატივით, კრიზისის გადაჭრისთვის ევროპარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
17/03/2021 16:39:46 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან, ხოლო შემდგომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებს არაფორმალური საკონტაქტო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.
"ფორმულას" ინფორმაციით, სასოლის ინიციატივით შექმნილ ჯგუფში ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და მაიკლ გალერი იქნებიან. სწორედ მათთან შეხვედრის დროს წამოაყენა სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.


