Accentnews.ge
"საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის დრო არ აქვს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ"

"საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისისთვის დრო არ აქვს. ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ"

17/03/2021 17:40:57 პოლიტიკა

NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან საკითხების მთელი სპექტრი განიხილეს.

"როგორც ყოველთვის, NATO მხარს უჭერს საქართველოს. რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს", – წერს აპატურაი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S