Accentnews.ge
კობახიძე – ენმ-ზე: "ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან"

კობახიძე – ენმ-ზე: "ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან"

17/03/2021 17:37:26 პოლიტიკა

"ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება და მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე მაქვს, თუმცა, დაველოდოთ", – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თავად ენმ-მ ჩაიდინა თუ არა ეს, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"რატომაც არა, რატომაც არა. სხვა ლოგიკა სად არის? რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ესროლოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს? იმისთვის გააკეთეს, რომ "ნაცმოძრაობის" პლაკატი დაჭრეს და "ნაცმოძრაობას" ებრძვის "ქართული ოცნება". სისულელეა".

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დღეს პარტიის ოფისსა და ნიკა მელიას ბანერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არ მიუმართავთ, გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S