"მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე"
17/03/2021 17:45:26 პოლიტიკა
"მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პანდემიის მიუხედავად 2 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოთხოვნის განხილვა არჩევნებთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე. ვადამდელ არჩევნებზე ჩვენი პოზიცია იცით. არც ერთ დემოკრატიაში საფუძვლის გარეშე ვადამდელი არჩევნები არ ხდება". - განაცხადა თალაკვაძემ.
მან, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ:
"პოლიტპატიმრობა რას ნიშნავს, ამ ქვეყანამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მოდით, დღეს ამ ბრალდებებს ნუ გამოვიყენებთ, თუ გვინდა, რომ შევთანხმდეთ. მე მიმაჩნია, რომ საკითხის ასე დაყენება ოპოზიციის მხრიდან, რომ პოლიტპატიმრები უნდა გაჩნდეს მთავარ საკითხებზე შეთანხმების საგანი, თავისთავად მიკერძოებულია და არასწორია. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ".


