Accentnews.ge
"საერთაშორისო თანამეგობრობამ ქართული დემოკრატიის განადგურებაზე საკმარისი რეაგირება არ მოახდინა. რა ევროპაზე ვლაპარაკობთ?! ევროპა არა... ტოროლა"

"საერთაშორისო თანამეგობრობამ ქართული დემოკრატიის განადგურებაზე საკმარისი რეაგირება არ მოახდინა. რა ევროპაზე ვლაპარაკობთ?! ევროპა არა... ტოროლა"

17/03/2021 18:14:44 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ევროპული შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ევროპელებმა ამ ეტაპზე იქნებ, მაინც რამე გააკეთონ".

"ევროპელებს წარმატებას ვუსურვებ, იქნებ რამე მაინც გააკეთონ ამ ეტაპზე მაინც, მას შემდეგ, რაც მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმარისი რეაგირება არ მოახდინა ხელისუფლების უზურპაციაზე, სასამართლოების დაცინვაზე, პოლიტიკურ განაჩენებზე, ხალხის ქვეყნიდან მასობრივად გაყრაზე, პროვოკაციებზე, წამებაზე, მკვლელობებზე და მთლიანად ქართული დემოკრატიის განადგურებაზე, იმაზე რომ ქვეყანა ერთი ოლიგარქის ბოსტნად იქცა. რა ევროპაზე ვლაპარაკობთ? ერთი ოლიგარქის ბოსტანი ვართ, ევროპა არა... ტოროლა. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველო რომ გახდეს დემოკრატია, ესენი მშვიდობიანად უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას", – განაცხადა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S