რეესტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაცია ტყემალაძესაც შეუჩერა
17/03/2021 20:25:53 პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე რეგისტრაცია პროცედურული დარღვევების გამო შეაჩერა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ტყემალაძის პრეზიდენტად რეგისტრაციასთან ერთად, რეესტრს ახალი წესდების დამტკიცების მოთხოვნითაც მიმართა, მაშინ, როდესაც ახალი წესდების საკითხი ყრილობაზე არ დასმულა. რეესტრმა მას სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის 30 დღე მისცა.
საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ახალი პრეზიდენტის სოსო ტყემალაძის არჩევნების ხმაურიან ვითარებაში ჩატარება. ტყემალაძის პრეზიდენტად არჩევის დღეს, ექსპოჯორჯიას შენობასთან ვეტერანი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომელიც აცხადებს, რომ, სინამდვილეში, რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად არის.
აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 30 დეკემბერს აირჩიეს, თუმცა მისი კონკურენტის მხრიდან გასაჩივრების შემდეგ მას რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა. 10 მარტის არჩევნების შემდეგ კი ახალ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა, არჩევნებზე ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. აბსერძე პოლიტიკურ მპტივებზე საუბრობს.


