Accentnews.ge
"არსად წასვლას არ ვაპირებ. შუა საქმიდან არასდროს გავრბივარ"

"არსად წასვლას არ ვაპირებ. შუა საქმიდან არასდროს გავრბივარ"

18/03/2021 06:00:27 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, იგი "პოლიტიკაში დარჩენას იმ დრომდე აპირებს, სანამ საზოგადოების მხარდაჭერა ექნება". ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ჭორები. ჯერ ერთი, მილანში რატომ უნდა წავიდე, ვერ გავიგე, მილანიდან ჩამოვედი და 2012 წლიდან დავბრუნდი ქვეყანაში. დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა სპორტში და დღეს ვარ პოლიტიკაში მე მგონია, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებ უფრო სჭირდება ჩემს ქვეყანას და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, მე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას კიდევ დიდი ხანი, სანამ მექნება საზოგადოების მხარდაჭერა, მოსახლეობის თანადგომა. მე არასდროს გავრბივარ შუა საქმიდან", – აცხადებს კალაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S