Accentnews.ge
ხათუნა სამნიძე: "მედიატორები ამბობენ, რომ ეს არ იქნება შეთანხმება, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება"

ხათუნა სამნიძე: "მედიატორები ამბობენ, რომ ეს არ იქნება შეთანხმება, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება"

18/03/2021 08:22:44 პოლიტიკა

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიატორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე შეთანხმება შედგება, თუმცა, როგორც მედიატორები ამბობენ, ეს არ იქნება შეთანხმება, რომლითაც კმაყოფილი, ბედნიერი დარჩება ორივე მხარე.

როგორც მან „რადიო თავისუფლების“ ეთერში ივარაუდა, მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ დღეს, 18 მარტს დასრულდება:

„იქნება ისეთი საკითხები, ისეთი კომპრომისული ვერსიები, რომლითაც ორივე მხარე ჩათვლის, რომ ის საკითხებია, რაზეც მან ისაუბრა, და რაც მთავარია აქ ქვეყნის ინტერესები როცა არის წინ ქვეყანამ გაიმარჯვა და არა რომელიმე მხარემ. ეს არის მიზანი მთელი ამ შეხვედრების“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რატომ შეფასდა 17 მარტის მოლაპარაკებები რთულად:

„რთული იმიტომ იყო, რომ ეს პირველი იყო მედიატორთან შეხვედრის შემდეგ, როცა ორმხრივი შეხვედრა იყო და უკვე ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ვესაუბრებოდით. თუმცა არც ერთ ეტაპზე ეს არ იყო დოკუმენტი, რომელიც რომელიმე მხარემ წარუდგინა მეორე მხარეს. ხშირად ამბობს "ქართული ოცნება", რომ ჩვენი წარდგენილი წინადადებებიაო. ეს ასე არ არის. წინადადებები მომზადებულია თვითონ დანიელსონის მიერ, რომელმაც კონსულტაციები გაიარა შარლ მიშელთან. ის ამას ხაზს უსვამს. დღესაც დილით ის აპირებს, რომ ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით ამ ეტაპზე, გაიაროს პრეზიდენტ მიშელთან და ისევ გავაგრძელოთ მუშაობა შუადღის მერე, როგორც ვიცით, ჯერ დაზუსტებული არ არის“.

ცნობისთვის: არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა დღეს, 18 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში, მოულოდნელად მივიდა. კობახიძე, ევროკავშირის ოფისში მარტო მივიდა და ამ წუთებში ის მედიატორებთან შეხვედრაზეა. შესვლის წინ მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში დილიდან იმყოფებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიენ დანიელსონი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებს შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებულ მედიაციის პროცესს, რომლის მიზანია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. პროცესში ჩართული არიან ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები – კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S