კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს ხვდება
18/03/2021 08:57:47 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდება.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე დაგეგმილია კრისტიან დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან.
ცნობისთვის: კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას შემდეგ მან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან არაერთო შეხვედრა გამართა. გუშინ კი მისი მედიაციით "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.


