"ჯერ ჩვენი პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და მერე მოისმენენ ალბათ სხვებსაც"
18/03/2021 09:20:51 პოლიტიკა
"ჯერ ჩვენი პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და მერე მოისმენენ ალბათ სხვებსაც", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ალბათ, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს სავარაუდოდ, კიდევ ერთი ერთობლივი შეხვედრა შედგება. ვნახოთ, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში დიალოგი იქნება წარმატებული. ჯერ ჩვენი პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და მერე მოისმენენ ალბათ სხვებსაც. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას, ამაზე იყო საუბარი და კონკრეტული საკითხები, დეტალები განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს შეთანხმების იმედი, თუმცა ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ. დეტალებში არ შევალ. დეტალების გასაჯაროება არის ის, რაც არასწორი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.


