Accentnews.ge
კობახიძე – ივანიშვილზე: „საინტერესო იქნებოდა მისი რჩევა, მაგრამ შეგნებულად გვაქვს დისტანცია დააკვებული“

კობახიძე – ივანიშვილზე: „საინტერესო იქნებოდა მისი რჩევა, მაგრამ შეგნებულად გვაქვს დისტანცია დააკვებული“

18/03/2021 10:07:22 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვინაიდან სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკიდან წავიდა, გუნდი მისგან შეგნებულადაა დისტანცირებული. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, სად არის ბიძინა ივანიშვილი.

„მან დატოვა პოლიტიკა, შესაბამისად ის არც ერთი პროცესში არაა ჩართული. ეს მისი პრინციპული პოზიციაა, მას იცავს და ასე გაგრელდება. რადგან მისი პრინციპული პოზიცია ეს იყო, გუნდიც არ აძლევს თავს უფლებას, რომ რაღაცნაირად სცადოს...რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო კი არა და, აუცილებლად იქნებოდა საინტერესო მისი რჩევები ამ ვითარებაში, მაგრამ ვინაიდან ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია, ჩვენ შეგნებულად გვაქვს დისტანცია დააკვებული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S