Accentnews.ge
„იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან“ – 8–საათიანი დიალოგი შეთანხმების გარეშე დასრულდა

„იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან“ – 8–საათიანი დიალოგი შეთანხმების გარეშე დასრულდა

18/03/2021 20:46:56 პოლიტიკა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თითქმის 8–საათიანი მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დენიელსონმა განაცხადა, პროგრესი იქნა მიღწეული მხოლოდ გარკვეულ საკითხებზე.

ამასთან, როგორც დენიელსონმა აღნიშნა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გულმოდგილეთ იმუშავეს, დახმარებოდნენ პარტიებს, დაესრულებინათ პოლიტიკური კრისისი საქართველოში.

„მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მონაკვეთში იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ დოკუმენტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები წინსვლა იყო. ახლა მე დავრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს.

პასუხისმგებლობა, იყოს ნაპოვნი გადაწყვეტილება კრიზისის დასრულებისთვის, დამოკიდებულია პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.

იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და ექნებათ საჭირო ნება, წავიდნენ კომპრომისებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, რისი ღირსიცაა ქართველი ხალხი“,– განაცხადა დენიელსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S