„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებზე მსჯელობის საკითხს დაუბრუნდება
18/03/2021 21:38:12 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებზე მსჯელობის საკითხს კვლავ დაუბრუნდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თითქმის 10–საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გვექნება დამატებითი მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავთ, არც ერთ ერთ და არც მეორე ვერსიას. პირადად მე ვემხროვი, შევუნარჩუნოთ მანდატები ყუველა დეპუტატს, რომელიც მსგავს განაცხადს შემოიტანს, თუმცა ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს გუნდი და გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას“,– განაცხადა კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.
ცნბისთვის: ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მანდატების გაუქმებას ითხოვს, რასაც სახელისუფლებო გუნდი არ აკმაყოფლებს. რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნულის თაობაზე საკონსტიტუციო დავაც წამოიწყო.


