Accentnews.ge
"დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის ჩარევა დაუყოვნებლივ გვჭირდება"

"დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის ჩარევა დაუყოვნებლივ გვჭირდება"

19/03/2021 06:37:05 პოლიტიკა

"დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის ჩარევა დაუყოვნებლივ გვჭირდება", - ასე ეხმიანება საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის ფაქტს.

"სენატის ქვეკომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენას ველოდები. 3 წლის წინ კონგრესს "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღების თხოვნით მივმართე და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის ანგარიშში ჩაწერეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ აშშ-ის აქტიური ჩარევა გვჭირდება დაუყოვნებლივ", – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ევროპული კომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა და მოლაპარაკებების გაგრძელების, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულების პერსპექტივა ბუნდოვანია, მხარეები კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირაა, მართავს, განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური ლიდერების ხელშია და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S