ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გააუქმა, სამომავლო გეგმებს ხვალ გამოაცხადებს
19/03/2021 14:07:07 პოლიტიკა
ოპოზიციამ 20 მარტისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმა და სამომავლო გეგმებს ხვალ გამოაცხადებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრაზე მიიღეს.
"უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი. ხვალიდან უკვე გადავდივართ სულ სხვა რეჟიმზე მოქმედების და სულ სხვა ტალღაზე და ამიტომ ჩვენს გეგმას, როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ 12:00 საათზე პარლამენტის შენობასთან გამოვაცხადებთ", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.


