ლიეტუვა: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად"
19/03/2021 14:11:50 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში შეთანხმების ვერმიღწევას ეხმიანება და მთავრობას მოუწოდებს, გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად.
"ვწუხვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი გასაღებია საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კონსენსუსს მიაღწიონ", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის: ევროპული კომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა და მოლაპარაკებების გაგრძელების, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულების პერსპექტივა ბუნდოვანია, მხარეები კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირაა, მართავს, განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური ლიდერების ხელშია და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.


