„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს: "უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ"
19/03/2021 16:23:24 პოლიტიკა
„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში განაცხადა.
"უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ თუ რამე უნარი გვაქვს, მოვიფიქროთ გამოსავალი, ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას, ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ. „ქართულ ოცნებას“ შევუთანხმდით, რომ შევეხმიანებით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


