"ოცნებაში" გადაწყვეტილებების მიმღები ივანიშვილია, ოპოზიციურ ფლანგზე კი არ მგონია, სააკაშვილი დომინირებდეს, მეტსაც გეტყვით, შიდა პარტიული გაგებითაც მელიას პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე სააკაშვილის"
19/03/2021 16:00:35 პოლიტიკა
ანლიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებების მიმღები კვლავ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილია. რაც შეეხება ოპოზიციას, ანალიტიკოსს არ ჰგონია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დომინირებდეს.
"ბუნებრივია, "ოცნებაში" გადაწყვეტილებების მიმღები ივანიშვილი არის, რაც შეეხება ოპოზიციას მე არ მგონია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სააკაშვილი დომინირებდეს. ვფიქრობ, ენმ–ში რელიგიური ერთი ღმერთის პრინციპი აღარ მუშაობს. მეტსაც გეტყვით, შიგა პარტიული გაგებითაც მგონია, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის, თუმცა სააკაშვილი რჩება ასე რომ ვთქვათ, ბელადად "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მისი წონა საგრძნობლად შეფერთხილია", – აცხადებს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება, რომელსაც პრობლემები აქვს მათ შორის, ვაქცინაციის და ეკონომიკური კუთხით, შესაძლოა, ერთმა რომელიმე თემამ გადაიყოლოს:
"შეიძლება, ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ არ დასჭირდეს, შეიძლება, "ნამახვანმა" არ რაიმე მსგავსმა თემამ გადაიყოლოს".


