Accentnews.ge
"მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში,  ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ"

"მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში,  ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ"

19/03/2021 18:39:28 პოლიტიკა

"მოლაპარაკებები გაგრძელდება, ეს არ იყო ბოლო ვიზიტი თბილისში, ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ", – ამის ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყვნენ მზად კომპრომისისთვის. თუმცა ბოლოს იყო ყველაზე რთული საკითხები და მოკლე დროში ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა".

"მე ამას ჩავარდნას არ დავარქმევდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება პაუზა და იმედია, ვნახავთ პროცესის გაგრძელებას და დიალოგის მეორე ფაზას ძალიან მალე. მე მესმის, რომ მხარეებს არ სურთ მოლაპარაკებების იმ საკითხების დასახელება, რომელშიც კომპრომისზე იოლად წავლენ. ეს უნდა უნდა იყოს გადამწყვეტი საკითხები, რომელის სანაცვლოდაც რაღაცის მიღება გსურს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიფრთხილე მისაღებია. მისაღებია, ისიც რომ ყველაფერს არ ასაჯაროებენ, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელზეც მზად ხარ, დათმობაზე წახვიდე. მაგრამ საბოლოოდ, მონაწილეებმა უნდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რომ ისინი მუშაობენ და მოლაპარაკებებში ჩართული არიან მათი ამომრჩევლების ინტერესების დაცვით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ბოლოს ვნახეთ, რომ ყველა არ იყო მოწადინებული გამოსავლის და რეალური შედეგის მიღწევით. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ დღეებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბრიუსელიდან საქართველოში მომლაპარაკებელთა ჯგუფში შემავალ ინდივიდუალურ პირებს დაველაპარაკოთ და მეტი გავიგოთ მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ.

ჩემთვის ეს არ იყო საბოლოო ჩავარდნა. ჩემთვის ეს არის დიდი შიდა კრიზისი საქართველოში. შარლ მიშელის ვიზიტი იყო კარგი ნაბიჯის იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირის ინტერესებში არის ამ კრიზისის მოგვარება, რომ ევროკავშირს სურს, ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყოს. სწორედ ამ მიზნით გამოგზავნა მან მისი პერსონალური წარმომადგენელი. ბატონმა დანიელსონმა კარგი სამუშაო შეასრულა და ახლა ის უნდა დაბრუნდეს, რათა გავიგოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S