Accentnews.ge
"საქართველოში ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას"

"საქართველოში ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას"

19/03/2021 18:46:40 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაა.

"საქართველოში ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და მე ვიტყოდი, მოდი, დავძლიოთ ეს მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის გზით. ამის ფარგლებში ჩვენ უნდა შევქმნათ სხვადასხვა ინსტრუმენტები, თუ როგორ შეიძლება ამ კონკრეტული პირების ამნისტიის საკითხის გადაწყვეტა. მე იმედი მაქვს, რომ წარმოვადგენთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ჩემი აზრით, ეს უნდა იყო მოლაპარაკებების საგანი, როდესაც დიალოგი გაგრძელდება. ეს უნდა იყო პაკეტის ნაწილი. არ აღვიქვამ ამას კრიტიკულ მომენტად. მე ვფიქრობ, რომ მანევრებისთვის სივრცე არსებობს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება შანსი საქართველოსთვის გადავლახოთ ეს არარეფორმირებული მართლმსაჯულება, როგორც ასეთი. ჩემთვის ეს პატიმრები არიან უფრო დიდი პრობლემის ნაწილი. ეს არ არის ერთი ინდივიდუალური პატიმარი, არამედ ჩემთვის ეს არის ზოგადად, პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხი საქართველოში", – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა "პირველ არხთან" საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S