Accentnews.ge
მაიკლ მაკფოლი – რუს “ტროლს”: “მზად ხართ, პრიმორსკის ოლქი და ხაბაროვსკის ნაწილი ჩინეთს დაუბრუნოთ?”

მაიკლ მაკფოლი – რუს “ტროლს”: “მზად ხართ, პრიმორსკის ოლქი და ხაბაროვსკის ნაწილი ჩინეთს დაუბრუნოთ?”

19/03/2021 19:47:12 პოლიტიკა

რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა “ტვიტერში” ყირიმის საკითხზე დისკუსია გამართა ერთ-ერთ ინტერნეტ-მომხმარებელთან, რომელიც აცხადებდა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ჯერ კიდევ 1783 წელს შევიდა. საპასუხოდ მაკფოლმა მას 1783 წლის საზღვრებთან დაბრუნება შესთავაზა.

"ყირიმი რუსეთის ნაწილად 1783 წელს იქცა და მას შემდეგ იქ რუსები ცხოვრობენ. ისტორიას რა სახელმძღვანელოებით გასწავლიდნენ?" – მიმართა ექს-დიპლომატს ინტერნეტ-მომხმარებელმა "НеБолтай!"-ის სახელით და საბჭოთა სიმბოლიკიანი სურათით.

საპასუხოდ მაკფოლმა დაწერა: "თუ 1783-ში დაბრუნება გსურთ საზღვრების შესაცვლელად, მიპასუხეთ, მზად ხართ, ჩინეთს პრიმორსკის მხარე და ხაბაროვსკის ნაწილი დაუბრუნოთ?".

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე, უკანონო რეფერენდუმის გზით განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S