"გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს"
21/03/2021 21:19:30 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს:
"მეგობრებო,საიდუმლო არაა რომ facebook -ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება.რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო".
ცნობისთვის, დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სუჯაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, გამოქვეყნდა მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოცი ტექსტი, რომელსაც თან რუსი სამხედროს ფოტო ქონდა დართული.


