Accentnews.ge
რაქვიაშვილი - "ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე: "გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს დიალოგი საბოლოო ჯამში, დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში"

რაქვიაშვილი - "ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე: "გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს დიალოგი საბოლოო ჯამში, დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში"

22/03/2021 05:33:03 პოლიტიკა

"გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან", როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში", – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„პირველი ამოცანა, რაც გვაქვს, უნდა გავმართოთ ის საუბარი, რაც ჩვენი აზრით უნდა მომხდარიყო მოლაპარაკების დროს და გავარკვიოთ, მართლა რა პოზიციაზეა „ქართული ოცნება“, მათ როგორ წარმოუდგენიათ მიმდინარე პროცესები. ჩვენ ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ არ გვქონდა კომუნიკაცია, რადგან მივიჩნევდით, რომ იყო რაღაც პოლიტიკური შეცდომა და დაამძიმა სიტუაცია. მგონი, ეს უკვე ისედაც ცხადია. ამ ახალ რეალობაში, მათ შორის იქიდან გამომდინარე, ვიცით რა ამ მოლაპარაკების შიგნით რა ხდებოდა, ოპოზიცია როგორ იქცეოდა, თვითონ „ქართული ოცნების“ პოზიციები როგორი იყო იქ გაჟღერებული, აქედან გვინდა, უკეთ გავიგოთ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ამ სიტუაციაში ჩვენი ქცევა როგორი იქნება ოპტიმალური. ჩვენ გვინდა დავხარჯოთ ეს კვირა იმისთვის, რომ შევაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ. მათ შორის ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ ჩვენი მხარდამჭერებისთვის გასაგები იყოს, რას ვაკეთებთ და რატომ. საბოლოო ჯამში, ნორმალური პარლამენტის ჩამოყალიბება იქნება მათ შორის ერთ-ერთი წარმატების ნიშანი ამ მოლაპარაკების. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები, როგორი ფორმატითაც არ უნდა ჩატარდეს, იქნება ეს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიების და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკება, ან მაგალითად სხვა დიპლომატების დახმარებით, საბოლოო ჯამში დასრულდეს იმით, რომ ჩვენ შევალთ პარლამენტში“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის: 19 მარტს "გირჩმა" განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S