დეკანოიძე – გახარიაზე: "ვერ ვხედავ რაიმე სახის ძლიერ ძალას მისი სახით. თუ იგი კონკრეტულ პარტიას შექმნის, ეს პირველ რიგში, "ოცნებას" დააზიანებს"
22/03/2021 09:10:34 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ექს–პრემირ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების ფაქტს ეხმიანება და აცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში " ქართულ ოცნებას" დააზიანებს.
"იმ შემთხვევაში თუ გახარია დარჩება პოლიტიკაში და გადაწყვეტს პოლიტიკაში კონკრეტული ძალის შექმნას, რაიმე სახის პარტიის სახით, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იგი არის 20 ივნისის მთავარი შემოქმედი და ადამიანების დასახიჩრების მთავარი შემოქმედი, რომლის შემდეგ არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი უწყება. ამასთან, მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, მათ შორის რუსეთთან. თუ იგი კონკრეტულ პარტიას შექმნის, ეს პირველ რიგში "ქართულ ოცნებას" დააზიანებს. ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია. ისევე, როგორც ძალიან დააზიანა იმ გადადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა. მე რაიმე სახის ძლიერ ძალას მე ვერ ვხედავ მისი სახით", – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


