ერთთვიანი დუმილის შემდეგ გახარია სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა
22/03/2021 09:20:03 პოლიტიკა
ერთთვიანი დუმილის შემდეგ ექს–პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელშიც გააქტიურდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
"არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან".
გამოქვეყნებიდან 15 წუთში "პოსტს" 10 000–ზე მეტი მოწონება ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გახარიამ მედიასთანაც მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.


