გუგავა – გახარიაზე: "სარეზერვო ფიგურა გამოიყვანა ივანიშვილმა"
22/03/2021 09:12:06 პოლიტიკა
"სარეზერვო ფიგურა გამოიყვანა ივანიშვილმა", – ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ექს–პრემირ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების ფაქტს.
"სარეზერვო ფიგურა გამოიყვანა ივანიშვილმა. მას ექნება გარკვეული ფინანსები და შეეცდებიან მისგან შექმნან ახალი ლიდერი, რომელიც საბოლოო ჯამში ივანიშვილის ყულაბაში ჩაყრის ხმებს. გახარიას ადგილი პოლიტიკაში კი არაა, იგი დღეს მისი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელბთან ერთად უნდა იჯდეს პროკურორთან და ჩვენებას უნდა აძლევდეს იმ დანაშაულებების გამო, რომელმაც ეს ქვეყანა ლამისააა ჩამოაქცია", – აცხადებს გუგავა.
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


