"არ მოვიაზრებ, რომ გახარიამ შესაძლოა, რაიმე შექმნას, რომელიც ოპოზიციას გაუწევს კონკურენციას. თუ იგი მართლაც აპირებს ამას, ეს იქნება ალტერნატიული საყრდენი ივანიშვილისთვის"
22/03/2021 12:18:09 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ექს–პრემიერი გიორგი გახარია ოპოზიციას კონკურენციას ვერ გაუწევს.
მისი თქმით, "თუ გახარია მართლაც აპირებს პოლიტიკური პროექტი შექმნას, ეს იქნება ალტერნატიული საყრდენი ივანიშვილისთვის":
"საერთოდ არ მოვიაზრებ, რომ გახარიამ შესაძლოა, რაიმე პოლიტიკური პროექტი შექმნას, რომელიც ოპოზიციას გაუწევს კონკურენციას. თუ ეს მართლაც ასეა და იგი აპირებს, რომ პოლიტიკური პროექტი განახორციელოს, ეს იქნება პოლიტიკური პროექტი, რომლის უკანაც დგას ბიძინა ივანიშვილი. ეს იქნება ალტერნატიული საყრდენი ივანიშვილისთვის ქართულ პოლიტიკაში დასარჩენად. ეს პროექტი წარმატებული არ იქნება, რადგან თავად ივანიშვილია პოლიტიკურად გაკოტრებული და გარდა ამისა, გახარია არის ადამიანი, რომელიც მოდის სერიოზული ტვირთით – იგი პირდაპირ არის ასოცირებული 20 ივნისის სისხლიან დარბევასთან; იგი ყველაზე წარუმატებელი პრემიერ–მინისტრი თუ ჩვენ ქვეყნის სრულიად განადგურებულ ეკონომიკად გადავხედავთ", – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


