Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონი სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება

კრისტიან დანიელსონი სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება

22/03/2021 12:57:30 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპელი დიპლომატის დანიელსონის მისიის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს – იუწყება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიურო.

"ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამიმართა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს მოკლედ უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგმა ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადში დაეთანხმნენ. როდის ჩამოვა დანიელსონი საქართველოში, მიშელისა და დანიელსონის შეხვედრის შედეგ გახდება ცნობილი", – აცხადებს "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S