Accentnews.ge
წულუკიანი ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს

წულუკიანი ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმის დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს

22/03/2021 14:07:12 პოლიტიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი სპორტულ ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმის დანერგვას გეგმავს.

„სამინისტრო, რომელიც სპორტულ ფედერაციებს აძლევს ფულს ვალდებულია, რომ გააცხადოს მისი ხედვა. ჩვენი ხედვა იქნება ის, რომ ფედერაციებს დაფინანსების საკითხების გადაწყვეტისას მივცემთ რჩევებს. მაგალითად, ფედერაციებში აუცილებელი გახდება, რომ ანტიკორუფციული მექანიზმები დაინერგოს. ამხელა თანხების გამოყენებისას სამინისტროს, მთავრობას ანუ ხალხს... იმ ორგანიზაციაში, სადაც ბევრი ფული იყრის თავს, აუცილებელია, იყოს ანტიკორუფციული მექანიზმი. ჩვენ არ ვიქნებით სამინისტრო, რომელიც უბრალოდ ფულს იხდის და შემდეგ არ აინტერესებს თუ რაში იხარჯება ის“,– განაცხადა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S