Accentnews.ge
"ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის"

"ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის"

22/03/2021 18:09:40 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S