საქართველოს პარლამენტის დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მელიას 40 000–ლარიან გირაოს ევროპა გადაუხდის
23/03/2021 13:20:31 პოლიტიკა
"არ გამოვრიცხავ, ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ ნიკა მელიას 40 000 ლარი და უთხრან, გამოდიო", – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან ეევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაანონსებულ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, არ მოგვეშვებოდნენ ჩვენი მეგობრები. ალბათ, უკვე ამ ჩამოსვლაზე იქნება რეკომენდაციები, ეს აუცილებელი იქნება. მაგალითად, მე რომ მოწადინებული ვიყავი და არ მინდოდა მელიას ის მოსვლოდა, რაც დაემართა, მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე კრიტიკას ვერ უძლებს ის ამბავი, რომ დღესვე შეუძლია გამოვიდეს, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა სასამართლოს უნდა ელოდოს. მე არ გამოვრიცხავ ჩვენმა მეგობრებმა გრანტით გადაუხადონ 40 000 და უთხრან, გამოდიო, სახეს შეინარჩუნებს ყველა. შეიძლება ევროპამ თვითონ გადაიხადოს ეს ფული და გამოიყვანოს, რა გამორიცხულია? - არაფერია გამორიცხული, რადგან იგი აღარ ელოდება სასამართლოს", - განაცხადა ზილფიმიანმა.


