ხუხაშვილი – წულუკიანზე: „შექსპირს დაიჭერს ცოტა ხანში!“
23/03/2021 14:50:21 პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მივიდნენ რიგით ადამიანებთან და დაარწმუნონ, რომ თავად უკეთ გადაწყვეტენ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს და არ ეყოლებათ ისეთი „სამარცხვინო მინისტრები“, როგორიც, მისი შეფასებით, კულტურის დღევანდელი მინისტრია. ამ კონტექსტში მან თეა წულუკიანი გააკრიტიკა, ოპოზიციას კი მოუწოდა, თავიანთი ექსპერტები წინა პლანზე წამოწიონ.
“გამოიყვაონ თავიანთი კულტურის მინისტრი და ისეთი სამარცხვინო განცხადება, როგორიც წულუკიანმა გააკეთა...აჩვენონ, რომ მათი კულტურის მინისტრი ნამდვილად კულტრას მოემსახურება და არა პოლიტიკურ რეპრესიებს. წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ამ ქალმა[თეა წულუკიანმა – რედ.] დღეს: ბერიას არ ეყოფოთა ფანტაზია ამისთვის – „თუ გაყიდული არ არის მსახიობი და მისი კრიტიკული მოსაზრება გულწრფელია, მაშინ დავაკვირდები, ორგანიზაციის მუშაობას ხომ არ უშლის ხელს მისი ეს განსხვავებული აზრიო“. წარმოგიდგენიათ? რეპრესიები დააანონსა თეატრებში ამ ქალმა! ცოტა ხანში შექსპირს დაიჭერს! აბსოლუტური პარანოიაა“.


