"თუ მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ვეცდები ვნახო, საიდან მოდის ეს აზრი"
23/03/2021 16:18:09 პოლიტიკა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შეეცდება, გაარკვიოს მსახიობის განსხვავებული აზრი საიდან მოდის.
"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა POSTV-ს ეთერში.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, დასაქმებულების განსხვავებულ მოსაზრებებში იგი პრობლემას ვერ ხედავს:
“თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი...”.


