Accentnews.ge
"ეუთო–მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თუმცა საკმარისი არ არის იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის მიჯნაზეა"

"ეუთო–მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თუმცა საკმარისი არ არის იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის მიჯნაზეა"

23/03/2021 19:02:48 პოლიტიკა

"ეუთო–მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თუმცა საკმარისი არ არის იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის მიჯნაზეა", – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ სენატში მიმდინარე მოსმენისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, სადღეისოდ საქართველოში შექმნილი ვითარება კრიტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო–მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული, ის ასევე აღნიშნავს საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაზეც მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას. არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის მიჯნაზეა. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები მოგვარდეს და ეს მექანიზმები დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანი უნდა იყოს", – განაცხადა შაჰინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S