Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: "მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია"

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: "მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია"

23/03/2021 19:18:43 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი აცხადებს, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

როგორც კენტმა სენატში სიტვით გამოსვლისას განაცხადა, ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.

"ნიკა მელიას დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამაც ვერ გამოიყენა სიტუაციის დეესკალაციისთვის არსებული შესაძლებლობები. ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიისთვის. როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, შეერთებულმა შტატებმა გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როდესაც ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით, მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ", – განაცხადა კენტმა.

შეგახსენებთ, რომ სენატში ამ წუთებში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S