"თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს"
23/03/2021 19:41:26 პოლიტიკა
აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას" აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.
"მინდა, რომ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველ პარტია "ქართული ოცნებას" აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. ეს კონფლიქტი მხოლოდ აზიანებს ქვეყანას და ხალხს და რუსეთს უღებს კარს. [...] საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია. თუ ის ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას ახლა, მაშინ არ ვიცი როდის შესძლებს ამას. საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს", – განაცხადა სენატორმა რიშმა.


