"იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკაზე და მედიაზე"
23/03/2021 19:46:42 პოლიტიკა
აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკაზე და მედიაზე.
"სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლაა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ქვეყანა უკეთესს იმსახურებს. ახლა რაც ხდება, ეს ზრდის ოლიგარქიულ გავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიაზე და პოლიტიკური ცხოვრების არსებით ნაწილზე. პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და განალახონ არსებული უთანხმოებები", – განაცხადა სენატორმა რიშმა.


