Accentnews.ge
"ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"

"ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს"

23/03/2021 20:11:17 პოლიტიკა

"ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან შესამჩნევადაა გაუარესებული საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირების მიმართ მოპყრობა. ასევე, არის მზარდი პოლარიზაცია მედიის მიმართულებით. მაკდონალდის შეფასებით, ამით საქართველოს ზიანი ადგება.

"როგორც ქვეყნის შიდა, ისე უცხოური დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ქართული საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს", – აცხადებს მაკდონალდი.

ამასთან, მან საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას ეუთო–ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, მან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის მიმართ ნდობას არყევს.

"მმართველი პარტიის კონცენტრირება ძალაუფლებაზე, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და სამოქალაქო საზოგადობაზე ზეწოლა ძირს უთხრის ქართველების ნდობას საკუთარი დემოკრატიის მიმართ“, – აცხადებს მაკდონალდი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S