Accentnews.ge
აშშ–ის სენატმა შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

აშშ–ის სენატმა შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს

23/03/2021 21:00:55 პოლიტიკა

აშშ–ის სენატმა შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს. ამის შესახებ სენატში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენაზე გახდა ცნობილი.

მოსმენაზე სენატორებმა ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დამატებით რა შეიძლება, გააკეთოს აშშ-მ მიმდინარე კრიზისში საქართველოს დასახმარებლად. სენატორმა რონ ჯონსონმა წამოაყენა წინადადება, რომ სენატმა მიიღოს რეზოლუცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად და ერთიანი ძალებით გადაჭრან უთანხმოება.

"ჩვენ ხანდახან საკმარისად არ ვაფასებთ, რისი გაკეთება შეუძლია სენატს. ეს მოსმენა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი გზავნილია, ვფიქრობ პოტენციურად მივიღოთ რეზოლუცია,რათა წავახალისოთ პარტიები საქართველოში თავად გადაჭრან უთანხმოებები", - განაცხადა რონ ჯონსონმა.

მისი თქმით, იგი დიდი სიამოვნებით იმუშავებს სენატორ შაჰინთან ერთად რეზოლუციაზე, თუ ეს უკანასკნელი მიზანშეწონილად ჩათვლიდა ამას.

სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ ჯონსონის ინიციატივა ძალიან კარგი შემოთავაზება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S