Accentnews.ge
„ერთი პირის მოსაზრება“ – ყოფილი ელჩის განცხადებებით „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილოები არიან

„ერთი პირის მოსაზრება“ – ყოფილი ელჩის განცხადებებით „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილოები არიან

24/03/2021 07:56:26 პოლიტიკა

საქართველოს უკვე ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძის განცხადებებით „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილეობი არიან. სახელისუფლებო პარტიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატის შეფასებას, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს ბელგიასა და ლუქსემბურგში და ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიას, კერძო მოსაზრება უწოდა.

„ეს არის ერთი პირის მოსაზრება, რომელიც ამ შემთხვევაში იმის საპირისპიროა, რასაც ვაცხადებთ ხელისუფლება, რაც კონსტიტუციაში წერია, რაც კონკრეტული საქმეებით დასტურდება (ბევრი შეგვიძლია, ამაზე ვისაუბროთ) და რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა იმ განხილვების დროს, რომელიც ამ დილით ყველამ მოვისმინეთ [საქართველოს თემაზე სენატში განხილვა– რედ]. ამის საპირისპიროა ის მოსაზრებები, რომელსაც ქალბატონი ნატა აჟღერებს. მდგომარეობა თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რა შეხედულებაც შეიძლება, იყოს განვითარებული ქალბატონი საბანაძის მოსაზრებებში“,– განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

მოგვიანებით საბანაძემ ფრანგულ Le Monde–სთან საუბრისას ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე ადასტურებს, რომ "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".

"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ პროევროპელია. თუმცა თქმა საკმარისი არ არის, უნდა ვიყოთ" – განაცხადა საბანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S