Accentnews.ge
დიპლომატები და მათი ოჯახის საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციისთვის განსაზღვრულ წესს დაექვემდებარებიან

დიპლომატები და მათი ოჯახის საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციისთვის განსაზღვრულ წესს დაექვემდებარებიან

24/03/2021 14:19:59 პოლიტიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. ისაუბრეს ვაქცინაციის დანერგვის გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის თანახმადაც, გეგმას ცალკე კატეგორიად დაემატება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციას დაექვემდებარებიან იმავე წესით (პრიორიტეტული ნუსხის შესაბამისად), რა წესითაც ხდება საქართველოს მოქალაქეთა ვაქცინაცია".

"დიპლომატმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ელჩის მოადგილე კლერ ალბლესი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S