Accentnews.ge
„ფაქტია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში ასეთი ნეგატიური დღის წესრიგი არავის არ ახსოვს“

„ფაქტია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში ასეთი ნეგატიური დღის წესრიგი არავის არ ახსოვს“

24/03/2021 16:07:29 პოლიტიკა

როგორც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ კრიზისზე პასუხისმგებლობა გადააბრალოს ოპოზიციას და რა ნარატივიც არ უნდა შექმნას, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მისი აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, on his watch ხდება,– ასე ეხმიანება აშშ–ის სენატში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-9 წელს, აშშ სენატი იძულებული გახდა მოეწვია საქვეკომიტეტო მოსმენა „საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების“ საკითხზე იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველომ დემოკრატიულობის რეპუტაცია, უშველის თუ არა დაკავებული ოპოზიციური პარტიის ლიდერის გამოშვება ციხიდან კრიზისის განმუხტვას, ასრულებს თუ არა ივანიშვილი რუსეთის დაკვეთებს, ხომ არ არის განსახილველი საქართველოს მიმართ ფინანსური ბერკეტების ამოქმედება დემოკრატიის გასაძლიერებლად, და ა.შ.

როგორც არ უნდა შერბილდეს სხდომაზე გამოთქმული პოზიციები, აშკარაა, რომ ვაშინგტონში უკიდურესად არიან შეშფოთებული რეგიონში მისი ერთი-ერთი საკვანძო პარტნიორის ღირებულებითი, და შედეგად, შესაძლო გეოპოლიტიკური კომპასის ქანქარით.

როგორი გამამხნევებელიც არ უნდა იყოს საქართველოს ნამდვილი მეგობრების აპელირება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ფაქტია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებში ასეთი ნეგატიური დღის წესრიგი და ასეთი უპერსეპქტივობის განცდა არავის არ ახსოვს.

როგორც არ უნდა მოუწოდონ ჩვენმა მეგობრებმა „ყველა მხარეს“ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებში, ისე, როგორც დემოკრატიებს შეეფერება, ფაქტია, რომ ვითარების თვისობრივად შეცვლის არანაირი ბერკეტი ოპოზიციას არ გააჩნია.

როგორც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება კრიზისზე პასუხისმგებლობა გადააბრალოს ოპოზიციას და რა ნარატივიც არ უნდა შექმნას, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მისი აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში, on his watch ხდება“,– წერს რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S