აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, იგეგმება თუ რა მიწის არდამუშავებაზე რაიმე სანქციის შემოღება
25/03/2021 08:00:37 პოლიტიკა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მიწის არდამუშავებაზე რაიმე სანქციის შემოღება არ იგეგმება.
"არ მიდის მსჯელობა მიწის არდამუშავებაზე რაიმე სანქციის შემოღებაზე. პირიქით, ყველანაირი ძალისხმევაა ჩადებული, რომ მიწის მფლობელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მიწა დაამუშაონ", – აცხადებს წილოსანი.


