Accentnews.ge
პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საჭიროა, პარლამენტში, სულ მცირე, 17 დეპუტატი შევიდეს

პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საჭიროა, პარლამენტში, სულ მცირე, 17 დეპუტატი შევიდეს

25/03/2021 10:20:07 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტების მისაღებად, საჭიროა, სულ მცირე, 17 დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.

"ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. კერძოდ, დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის შვიდი წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთსაკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად ხუთი საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის. ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება. ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S